აღნიშნული მასალა იყიდება
„აი-სი-ტი“ სავაჭრო კომპანიის მიერ

რუბემასტი

- მასალის ფუძე
- ბიტუმ-პოლიმერული შემაერთებელი
- თხელი ფირი
„რუბემასტი“ განეკუთვნება ბიტუმის რულონური მასალების ჯგუფს და სხვა მასალებს შორის ითვლება როგორც ყველაზე იაფი, მსუბუქი და რბილი. „რუბემასტის“ დამზადებისას გამოიყენება მხოლოდ ულპობი მასალები, რომელთა საშუალებითაც მისი ექსპლუატაციის ვადა იზრდება 15 წლამდე და, ამავდროულად, ის ინარჩუნებს შეუბღალავ გარეგნულ სახეს და ყველა მახასიათებელს.
მასალის მაჩვენებლებია: მაქსიმალური თბომედეგობა - 85°С, სიმყიფის ტემპერატურა (ფრაასის მიხედვით) - მინუს10°C, დრეკადობის შენარჩუნება ძელზე რადიუსით 25 მმ ტემპერატურაზე 0°C, მასა - 1,5 კგ/კვ.მ-დან 3 კგ/კვ.მ-მდე, აალებადობა В2, წყვეტის დატვირთვა - არანაკლებ (363H (37კგს).
მასალის თვისებები | რუბემასტი |
---|---|
მასა 1 მ², კგ | 1,5 - 2,0 |
თბომედეგობა, °C | 80 |
დრეკადობა ძელზე რადიუსით 25 მმ, °C | 0 |
სიმყიფის ტემპერატურა ფრაასის მიხედვით, °C | -10 |
წყალგაუმტარობა 0,001 მპ 72 საათის განმავლობაში | არ ატარებს |
წყლის შთანთქმა, % | 2,0 |
მომსახურების ვადა, წელი | до 10 |
- შესაბამისობის სერთიფიკატი (რუსულ ენაზე)
- რესპუბლიკა ბელორუსის შესაბამისობის სერთიფიკატი (რუსულ ენაზე)
- სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნა - 1-ლი გვერდი (რუსულ ენაზე)
- სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნა - მე-2 გვერდი (რუსულ ენაზე)
- სახანძრო უსაფრთხოების სერთიფიკატი - 1-ლი გვერდი (რუსულ ენაზე)
- სახანძრო უსაფრთხოების სერთიფიკატი - მე-2 გვერდი (რუსულ ენაზე)
მასალის სტრუქტურა
სტრუქტურულად „რუბემასტი“ შედგება 5 შრისაგან - ძირითადი (მინატილოები და მინაქსოვილი), რომელიც ორი მხრიდან იფარება გამდნარი ბიტუმ-შემკვრელი მასალის მასით (შედგება ბიტუმისაგან, შერეულს ტექნოლოგიურ დანამატებთან და სპეციალურ შემავსებლებთან). „რუბემასტის“ ზედა ფენა - პოლიმერული ფირი. უკანა მხარეს მდებარეობს ე.წ. „წვადი“ თხელი ფირი, რომელიც დაგებისას დნება.
გამოყენება
მასალის გამოყენების არე საკმაოდ ფართოა, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც გადახურვის „პეროგის“ ზედა შრედ (ამისათვის შეირჩევა „რუბემასტი“ ნაყარი ზედა ფენით), ასევე, ეფექტურ ჰიდროსაიზოლაციო მასალად (ამ შემთხვევაში აუცილებელია „რუბემასტი“ პოლიმერული ფირით წინა მხარეს). „რუბემასტი“ როგორც ჰიდროსაიზოლაციო ფენა უფრო ხშირად შეირჩევა სამშენებლო კონსტრუქციებისა და ნაგებობებისათვის.
სარგებლობა
ამ მასალის დაგება შეიძლება განხორციელდეს რამდენიმე სახით - მექანიკური საშუალებით (დადნობა) და ბიტუმ-პოლიმერული მასტიკის გამოყენებით (გამოიყენება მარკა „აისიბიტი МБП“). აუცილებელი პირობა - წინასწარი მომზადება და დაგება ნაწილობრივ ურთიერთგადაფარვით (10-15 სმ). ბეტონის, რკინაბეტონის და ბეტონის ქვიშა-ცემენტის ბათქაშის ზედაპირების ხსნარით მომზადება „რუბემასტისათვის“ გულისხმობს დაგრუნტვას „აი-სი-ბიტი პრაიმერით“.
ექსპლუატაციის პირობები
ექსპლუატაციის პირობებში წინაპირობად წარმოადგენილია მხოლოდ ტემპერატურული რეჟიმი (-10°С-დან 85°С-მდე) და აქტიური ქიმიური გარემოს არარსებობა.