აღნიშნული მასალა იყიდება
„აი-სი-ტი“ სავაჭრო კომპანიის მიერ

აი-სი-ტექსი

- ზედა ნაყარი
- მასალის ფუძე
- ბიტუმ-პოლიმერული შემაერთებელი
- თხელი ფირი
გადასახური მასალების ბაზრის სეგმენტს ყოველწლიურად ემატება ახალი სახეობა, რომლის მახასიათებლები და თვისებებიც აღემატება წინა სახეობისას. ისეთი გადასახური მასალის გამოჩენა, როგორიცაა „აი-სი-ტექსი“, საშუალებას იძლევა არამარტო დავივიწყოთ ობიექტის სახურავთან დაკავშირებული პრობლემები მრავალი წლის განმავლობაში, არამედ არსებითად გავამარტივოთ გადახურვის ან კეთილმოწყობის ამოცანა.
„აი-სი-ტექსი“ ძალიან პლასტიკურია, მეტად მსუბუქი (3,0 კგ/მ²-დან 5,5 კგ/მ²-მდე), სითბომედეგი (ინარჩუნებს ყველა მახასიათებელს 90°C-100°C) და ყინვამედეგი, წყლის შთანთქმის პროცენტი შეადგენს მხოლოდ 2,0%. ამ მასალის დრეკადობა ძელზე რადიუსით 25 მმ -15°C-დან 25°C-მდე, სიმყიფის ტემპერატურა ფრაასის მიხედვით - 25°C-დან 35°C-მდე. „აი-სი-ტექსის“ ერთერთ მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს მისი მაღალი ხანძარმედეგობა და წყვეტის დატვირთვის კოეფიციენტი („აი-სი-ტექსი“ მინატილოზე - 147 (15), პოლიეთერულ ტილოზე - 294 (30), კარკასულ მინაქსოვილზე - 343 (35)). დაბოლოს, ამ მასალას შეუძლია პატიოსნად გემსახუროთ 30 წლამდე.
მასალის თვისებები | აი-სი-ტექსი „მასტერი“ | აი-სი-ტექსი „სტანდარტი“ | აი-სი-ტექსი „პროფი“ | აი-სი-ტექსი „მონო“ |
---|---|---|---|---|
მასა 1 მ², კგ | 3,0 - 4,5 | 3,5 - 5,5 | 3,5 - 5,5 | 4,0 - 5,5 |
თბომედეგობა, °C | 90 | 90 | 100 | 100 |
დრეკადობა ძელზე რადიუსით 25 მმ, °C | -15 | -20 | -25 | -25 |
სიმყიფის ტემპერატურა ფრაასის მიხედვით, °C | -25 | -30 | -35 | -35 |
წყალგაუმტარობა 0,001 მპ 72 საათის განმავლობაში | არ ატარებს | არ ატარებს | არ ატარებს | არ ატარებს |
წყლის შთანთქმა, % | 2,0 | 2,0 | 2,0 | 2,0 |
მომსახურების ვადა, წელი | 15 - 20 | 15 - 20 | 25 - 30 | 25 - 30 |
- შესაბამისობის სერთიფიკატი (რუსულ ენაზე)
- რესპუბლიკა ბელორუსის შესაბამისობის სერთიფიკატი - 1-ლი გვერდი (რუსულ ენაზე)
- რესპუბლიკა ბელორუსის შესაბამისობის სერთიფიკატი - მე-2 გვერდი (რუსულ ენაზე)
- რესპუბლიკა ბელორუსის შესაბამისობის სერთიფიკატი - მე-2 გვერდი (რუსულ ენაზე)
- სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნა - მე-2 გვერდი (რუსულ ენაზე)
- სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნა (რუსულ ენაზე)
მასალის სტრუქტურა
„აი-სი-ტექსი“ ეკუთვნის მოდიფიცერებული ბიტუმ-პოლიმერული (რბილი გადახურვა) მასალების ახალ თაობას. „აი-სი-ტექსის“ ფუძედ გამოიყენება მინატილოები, არაქსოვილი პოლიეთერული ბოჭკოები და სხვადასხვა მინაქსოვილები. ფუძეზე დაიტანება ბიტუმ-პოლიმერული შემკვრელი დაფარვა - სბს-მოდიფიკატორებისა და ნავთობის ბიტუმის ნარევი. ასეთი დაფარვის ზედა ფენაზე დაიტანება ვერმიკულიტი, ასბოგალი და გრანიტი - მსხვილმარცვლოვანი ნაყარი. „აი-სი-ტექსის“ ქვედა მხარეზე მდებარეობს თხელი „წვადი“ ფირი, რომელიც აადვილებს ამ მასალის დაგებისა და შენახვის პროცესს.
გამოყენება
„აი-სი-ტექსი“ გამოიყენება არამარტო ახალი გადახურვის მოსაწყობად ან ძველის კაპიტალური რემონტისათვის, არამედ სარდაფებისა და საძირკვლების ჰიდროიზოლაციისთვისაც. ასეთი მასალა იდეალურია ჰიდროსაიზოლაციო ფენის შესაქმნელად მიწისქვეშა ნაგებობებში (მაგალითად, მეტროპოლიტენი) და გვირაბებში. „აი-სი-ტექსს“, ასევე, იყენებენ განსაკუთრებულად რთული ტექნოლოგიური პროცესების მქონე სამრეწველო და სხვადასხვა ტიპის ობიექტების მშენებლობებისას - საზოგადოებრივიდან საცხოვრებელ „პრემიუმ“ კლასამდე.
სარგებლობა
რულონები „აი-სი-ტექსი“ იგება უშუალოდ უკვე მომზადებულ ზედაპირზე და მხოლოდ ნაწილობრივ ურთიერთგადაფარვის მეთოდით. რეკომენდირებულია დაგების ჩატარება არანაკლებ 15°C ტემპერატურისა, მაგრამ თუ შეუძლებელია მოცემული რეკომენდაციის შესრულება, მაშინ აი-სი-ტექსის რულონები აუცილებელია გავაჩეროთ 24 საათის განმავლობაში სათავსში, სადაც ჰაერის ტემპერატურა არ იქნება 20°C-ზე ნაკლები.
ექსპლუატაციის პირობები
ექსპლუატაციის პირობებთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ „აი-სი-ტექსი“ შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთისა და დსთ-ს ნებისმიერ კლიმატურ სარტყელში, სამხრეთი რეგიონების ჩათვლით.