კომპანიის შესახებ

სავაჭრო კომპანია „აი-სი-ტი“ რუსეთის სამშენებლო მასალების ბაზარზე თხუთმეტი წლის წინ გამოჩნდა. თანდათან, გადასახური და ჰიდროსაიზოლაციო მასალების სავაჭრო კომპანიიდან, ის გახდა კომპანიების ჯგუფი „აი-სი-ტი“, რომელიც ამჟამად წარმოადგენს მსხვილ სამრეწველო კომპლექსს. დღეს, „აი-სი-ტი“ კომპანიების ჯგუფის მოღვაწეობის სფეროში შედის სავაჭრო მარკების „ბირეპლასტის“, „აი-სი-ტექსის“, „ჰიდრომინაიზოლის“ და „რუბემასტის“ რულონური ჰიდროსაიზოლაციო გადასახური მასალებისა და, ასევე, „აი-სი-ბიტი“ ბიტუმის მასტიკების წარმოება. 2000 წლიდან, სამშენებლო ქიმიის პროდუქციის გამოშვების წარმოების შექმნით, პროდუქციის ასორტიმენტი გაფართოვდა. ამჟამად, პროდუციის ასორტიმენტის გაფართოება კვლავ გრძელდება.

„აი-სი-ტი“ კომპანიების ჯგუფის პროდუქცია - თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მასალები

„აი-სი-ტი“ კომპანიების ჯგუფი მომხმარებელს სთავაზობს მოსკოვის ოლქში ქალაქ ლობნიაში მდებარე შპს „“აი-სი-ტი“ საიზოლაციო მასალების ქარხნის“ პროდუქციას. დღესდღეობით, ეს საწარმო წარმოადგენს რბილი გადახურვის, ჰიდროსაიზოლაციო მასალებისა და ბიტუმის მასტიკების წამყვან წარმოებას რუსეთის არამარტო ცენტრალურ ნაწილში, არამედ საკუთარ პროდუქციას აწვდის ბელორუსიას, უკრაინას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. „აი-სი-ტი“ კომპანიების ჯგუფის მთელი პროდუქცია ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობაში იწარმოება, რომელიც მთლიანად პასუხობს გოსტ 30693 – 2000 „მასტიკები გადახურვის და ჰიდროსაიზოლაციო. საერთო ტექნიკური პირობები“ და გოსტ 30547-97 „მასალები რულონური გადახურვის და ჰიდროსაიზოლაციო. საერთო ტექნიკური პირობები“, და აქვს შესაბამისობისა და სახანძრო უსაფრთხოების სერთიფიკატები, ასევე, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნები.

რბილი გადახურვის გამოშვების საწარმოო ხაზი ქარხანაში მთლიანად რეკონსტრუირებული იყო 2001 წელს. თანამედროვე უნივერსალური ხაზი რბილი გადახურვისა და ჰიდროიზოლაციის მთელი სპექტრის გამოშვების შესაძლებლობას იძლევა. მოწყობილობები, რომლითაც აღიჭურვება „აი-სი-ტი“ კომპანიების ჯგუფი, სამშენებლო პროდუქციის ყველაზე ფართო ასორტიმენტის გამოშვების საშუალებას იძლევა, კერძოდ:

ამასთან, გამოიყენება მინაფუძის ყველა სახეობა (მინატილო, მინაქსოვილი და პოლიეთერული ბოჭკოები). „აი-სი-ტი“ კომპანიების ჯგუფი მუშაობაში იყენებს ახალ რეცეპტურებს, რომელსაც ქმნიან კომპანიის ტექნოლოგიური ლაბორატორიის თანამშრომლები. ამჟამად, „აი-სი-ტი“ კომპანიების ჯგუფი არის სამშენებლო მასალების ცნობილი და აღიარებული მწარმოებელი რუსეთის სამშენებლო ბაზარზე. მაღალი ხარისხის მასალების ფართო ასორტიმენტი „აი-სი-ტი“ კომპანიების ჯგუფის პროდუქციას ხდის პოპულარულს მშენებელ პროფესიონალთა შორის, რომლებიც პროდუქციას ისეთი კრიტერიუმის მიხედვით აფასებენ, როგორიცაა ხარისხისა და ღირებულების თანაფარდობა.

„აი-სი-ტი“ კომპანიების ჯგუფის პროდუქციის შეძენა - ნამდვილად მომგებიანია თანამედროვე კრიზისის პირობებშიაც კი.

„აი-სი-ტი“ კომპანიების ჯგუფში შემავალი ყველა კომპანია წარმოადგენს სპეციალიზირებულ საწარმოს, აღჭურვილს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით. ზუსტად ეს პირობა უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხს. წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი მოიცავს წარმოების ყველა სტადიას და სრულდება მხოლოდ პროდუქციის გაგზავნის შემდეგ. „აი-სი-ტი“ კომპანიების ჯგუფი მომხმარებელს სთავაზობს ფასდაკლებათა მოქნილ სისტემას, გადახდის ყველა არსებულ ფორმებს, მათ შორის, ანაზღაურების გადავადებას. პროდუქციის მიწოდება რუსეთისა და დსთ-ში შემავალ სახელმწიფოთა ნებისმიერ წერტილში და ხორციელდება სარკინიგზო და ავტოსაგზაო სატრანსპორტო საშუალებებით.