კომპანიის შესახებ

კომპანიების ჯგუფი „აი-სი-ტი“ - ეს არის ფართო ასორტიმენტის სამშენებლო მასალების პოპულარული მწარმოებელი რუსეთში, რომელიც გამოირჩევა ხარისხითა და საიმედოობით. ამ მწარმოებლის საქმიანობის ისტორია ითვლის უკვე თითქმის 16 წელს, რომლის განმავლობაშიც ჩამოყალიბდა ძლიერი გუნდი, ხარისხისა და შედეგის მომცემი.

მაშ ასე, რითი იწყებოდა ყოველივე და როგორ ვითარდებოდა.

წელი
  • წელი კომპანიის შექმნისა, რომელმაც მიიღო სახელწოდება „აი-სი-ტი“. ამ წელს ხდება კომპანიის როგორც სამშენებლო მასალების ბაზარზე მსხვილი სავაჭრო მონაწილის ფორმირება.

  • კომპანია ხდება პარტნიორი ღია ტიპის სს-ის „პრომსტროიმატერიალი“, რომელიც რბილი გადასახური მასალების გაყიდვებს აწარმოებს.

  • იდება ხელშეკრულებები კომპანიების ჯგუფის „აი-სი-ტი“ და ღია ტიპის სს-ს „ბუტუმვესტი“ შორის ერთობლივი საწარმოს ორგანიზაციისათვის. თანდათან გროვდება რბილი გადახურვების წარმოების გამოცდილება.

  • ხდება პირველი საკუთარი საწარმოს შეძენა ქალაქ ლობნიაში - შპს „“აი-სი-ტი“ საიზოლაციო მასალების ქარხანა“.

  • ტარდება შპს „“აი-სი-ტი“ საიზოლაციო მასალების ქარხნის“ რეკონსტრუქცია ქალაქ ლობნიაში, რის შემდეგაც ის რბილი გადახურვისა და თანამედროვე ჰიდროსაიზოლაციო მასალების წარმოებაში ხდება ლიდერი მოსკოვის რეგიონში.

  • ფართოვდება „სამშენებლო ქიმიის“ პროდუქციის ასორტიმენტი. ეს არის ხარისხიანი, ტექნოლოგიური პროდუქცია, რომელსაც წარმატებით იყენებენ პროფესიონალი მშენებლები.

  • მუშაობას იწყებს რბილი გადახურვისა და თანამედროვე ჰიდროსაიზოლაციო მასალების წარმოებამ ქალაქ კიროვში. ძლიერდება დილერული სტრუქტურები ვოლგა-ვიატსკის რაიონში, უდმურტიის რესპუბლიკაში, ასევე კომის რესპუბლიკაში.

  • დაიწყო დასასხმელი გადახურვის, ჰერმეტიკების, საღებავების, ბიტუმის ბაზაზე ანტიკოროზიული მასტიკების გამოშვება. ეს საწარმოები წარმოადგენს იმპორტული პროდუქციის სამამულო ანალოგებით ჩანაცვლების პროგრამის მუშაობის მაგალითს.

  • ხდება ახალი ქარხნის შეძენა ვორონეჟის ოლქში - შპს „ახალი სამშენებლო ტექნოლოგიები“.

  • შპს „ნოგინსკის პოლიმერული მასალების ქარხანა“ ამოქმედებს წარმოების პირველ რიგს. და ახლა, „აი-სი-ტი“ კომპანიის ასორტიმენტში არის ყველა დიამეტრის პოლიმერული მილები, მაღალი და დაბალი წნევის პოლიეთილენის ფირი.

  • ორმაგდება ქარხნის საწარმოო სიმძლავრეები დასახლება კოლოდეზნიში, ვორონეჟის ოლქში, რადგანაც დასრულებულია მეორე საწარმოო ხაზის მშენებლობა. „აი-სი-ტი“ კომპანიების ჯგუფის საკუთარი სამეცნიერო ლაბორატორიის გამოგონებების საშუალებით ფართოვდება პროდუქციის ასორტიმენტი.

  • დასრულებულია პროექტი „აი-სი-ტი ქემიკალ“. შექმნილია პოლიმერების პრედ-სინთეზის მოწყობილობა.

  • იზრდება წარმოების მოცულობები, მნიშვნელოვნად ფართოვდება პროდუქციის ასორტიმენტი. ხორციელდება გეგმა, დაკავშირებული ქიმიური ქარხნის მშენებლობასთან და იწყება პროდუქტების სერიული წარმოება პროგრამით, დაკავშირებულს იმპორტული პროდუქციის სამამულოთი ჩანაცვლებით.

  • იწყება რუსეთის ნედლეულის ბაზასა და დასავლურ ტექნოლოგიებზე დამყარებული პროდუქციის წარმოება. გრძელდება სამშენებლო ბაზრის ახალი სეგმენტების ათვისება, სადაც წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური სამშენებლო პროდუქცია.

  • ფართოვდება ძველი და იქმნება ახალი დილერული ქსელი, სადაც წარმატებით ვრცელდება „აი-სი-ტი“ კომპანიების ჯგუფის პროდუქცია. იხსნება სავაჭრო წარმომადგენლობები ქვეყნებში, რომლებიც შედიან დსთ-ში (აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ბელორუსია).