აღნიშნული მასალა იყიდება
„აი-სი-ტი“ სავაჭრო კომპანიის მიერ

სად ვიყიდოთ

ჰიდრომინაიზოლი


Гидростеклоизол
  1. ზედა ნაყარი
  2. მასალის ფუძე
  3. ბიტუმ-პოლიმერული შემაერთებელი
  4. მოდიფიცირებული ბიტუმის შემკვრელი

გადასახური მასალების ბაზრის სეგმენტი, კერძოდ, გადასახური მასალების, ყოველწლიურად მატულობს ახალი, უფრო მეტად სრულყოფილი მახასიათებლების მქონე მასალებით. ასეთი მასალა გახდა „ჰიდრომინაიზოლი“.

მის ღირსებებს შორისაა - ექსპლუატაციის სოლიდური ვადა (15 წლამდე), თბომედეგობა (უძლებს 85°С-მდე) და წყალგაუმტარობა (წყალს არ ატარებს 1 პა წნევის ქვეშ 72 საათის განმავლობაში). მახასიათებლებში სიმყიფის ტემპერატურას ფრაასის მიხედვით მინიმალურად განსაზღვრავენ - 10°C, მასალის დრეკადობა ძელზე რადიუსით 25 მმ - 0°C.

მასალის თვისებები ჰიდრომინაიზოლი
მასა 1 მ², კგ3,0 - 4,5
თბომედეგობა, °C85
დრეკადობა ძელზე რადიუსით 25 მმ, °C0
სიმყიფის ტემპერატურა ფრაასის მიხედვით, °C-10
წყალგაუმტარობა 0,001 მპ 72 საათის განმავლობაშიარ ატარებს
წყლის შთანთქმა, %2,0
მომსახურების ვადა, წელი10 - 15

მასალის სტრუქტურა

სტრუქტურულად „ჰიდრომინაიზოლი“ შედგება 5 შრისაგან. ძირითად შრეს წარმოადგენს საუკეთესო მახასიათებლების ზეგამძლე (მდგრადობა ლპობის მიმართ, ექსპლუატაციის ხანგრძლიობა, სიმტკიცე, წყალგაუმტარობა) მასალები - მინატილო, მინაქსოვილი, პოლიესტერი. საფუძველზე ორივე მხრიდან დაიტანება ბიტუმ-პოლიმერული შემკვრელი კომპონენტები. ზედა შრე - მსხვილმარცვლოვანი ნაყარი, ქვედა - თხელი ფირი, რომელიც იწვება დაგებისას.

გამოყენება

გადასახური მასალა „ჰიდრომინაიზოლი“ კარგად გამოიყენება სამრეწველო ობიექტებისა და კერძო ბინათმშენებლობაში როგორც გადახურვის „პეროგის“ ქვედა ფენა, ასევე, საინჟინრო ნაგებობების აღმართვისას. აღნიშნული მასალა გამოიყენება გზახიდებისა და ხიდების მალების ნაგებობების ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოსაწყობად, ასევე, გვირაბებში რკინაბეტონის მოსაპირკეთებლად მეტროპოლიტენში.

სარგებლობა

აღნიშნული გადასახური მასალის დაგება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უკვე სპეციალურად მომზადებულ ზედაპირებზე. ამიტომ ბეტონის, რკინაბეტონის ზედაპირები და ქვიშა-ცემენტის ბათქაში წინასწარ უნდა იყოს დაგრუნტული სპეციალური ხსნარით - პრაიმერი (ნავთი) და ბიტუმი (რეკომენდირებულია მარკა БН 90/10) თანაფარდობით 3:1. თვით დაგების (დაწებების) პროცესი საინჟინრო კონსტრუქციებზე ჰიდროსაიზოლაციო შრეების მოწყობისას მიმდინარეობს მასალის ქვედა ფენის სანთურით დნობის საშუალებით. პოლიმერული ადვილადდნობადი ფირი კი არ იხსნება, არამედ დნება დაგებისას.

ექსპლუატაციის პირობები

შესანიშნავი მახასიათებლების გამო „ჰიდრომინაიზოლის“ ექსპლუატაცია შესაძლებელია ნებისმიერ კლიმატურ სარტყელში, ჰაერის ტენიანობის მაღალი პროცენტულობისას და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობისას.