აღნიშნული მასალა იყიდება
„აი-სი-ტი“ სავაჭრო კომპანიის მიერ

სად ვიყიდოთ

თხევადი ჰერმეტიკი


Жидкий герметик

„აი-სი-ბიტი БП“ მარკის ჰერმეტიკი განეკუთვნება თხევადი ბიტუმ-პოლიმერული ჰერმეტიკების კლასს. მოცემული მასალის უპირატესობაა შესანიშნავი ადგეზიური მაჩვენებლები (შეჭიდულობა ზედაპირთან) მრავალ სხვა სამშენებლო მასალებთან მიმართებაში, ყინვამედეგობა და ხანგრძლივი ექსპლუატაცია, ასევე, თბომედეგობის განსაკუთრებულად მაღალი მახასიათებლები, მდგრადობა ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ, მდგრადობა ტენის ზემოქმედების მიმართ და კარგი მოქნილობა (ელასტიურობა).

ასეთმა მაჩვენებლებმა წარმოდგენილი ჰერმეტიკი გახადა ლიდერი მოცემული კლასის მასალებს შორის.

ძირითადი მახასიათებლები БП „სტანდარტი“ БП „გადასახური“ БП „თერმომედეგი“
დატანის მინიმალური ტემპერატურა, °C-10-10-10
სიმკვრივე კგ/მ31000-11001000-11001000-1100
მასის გამშრალი ნაშთი, %68 ± 368 ± 368 ± 3
სპეციალური თვისებებიარაგააჩნია კარგი ადგეზია საფუძვლებისა და გადახურვის მიმართ, ყინვამედეგია და ხანგრძლივი ექსპლუატაციაში.გააჩნია მაღალი თბომედეგობა და კარგი მოქნილობა, მდგრადია ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ.

მასალის სტრუქტურა

მოცემული ჰერმეტიკი გარეგნულად წარმოადგენს შავი ფერის (ბიტუმის შემცველობა) ბლანტ სითხე-სუსპენზიას, რომლის ფუძესაც წარმოადგენს ბიტუმის სპეციფიური ხსნარი შემავსებლებით, მინერალური დანამატებით, გამხსნელებითა და სხვა მიზნობრივი დანიშნულების მქონე დანამატებით. ასეთი სტრუქტურა შესაძლებელს ხდის მასალის გამოყენებას ძნელადმისადგომ ადგილებში. ამასთან ერთად, „აი-სი-ბიტი“ ჰერმეტიკი მთლიანად ინარჩუნებს ყველა მახასიათებელს.

გამოყენება

„აი-სი-ბიტი БП“ ჰერმეტიკი განკუთვნილია მრავალფენოვანი არმირებული უნაკერო გადახურვების მოსაწყობად, რომელთა დახრილობაც შესაძლოა აღწევდეს 15%. ასევე, აღნიშნული მასალა გამოიყენება რულონური და მასტიკური გადახურვების რემონტისას ღია ცეცხლის გამოყენების გარეშე. დაბოლოს, ჰერმეტიკის უნივერსალურობა დასტურდება მისი გამოყენებით ჰიდროიზოლაციური ფენის მოწყობისა და სამშენებლო კონსტრუქციების ჰერმეტიზაციისას.

სარგებლობა

საგულდაგულო მორევა და წინასწარ მომზადებული საფუძველი - მთავარი რეკომენდაციებია, რომელთა დაცვითაც მოცემული მასალის ექსპლუატაციის ვადა მრავალჯერ იზრდება. ჰერმეტიკის დატანისას დაუშვებელია მისი ტემპერატურა 30 °C დაბლა. ამ მიზეზის გამო, რეკომენდირებულია ტემპერატურის მითითებულ ნიშნულზე დაბლა დაწევის შემთხვევაში „აი-სი-ბიტი БП“ ჰერმეტიკის გაცხელება. მოცემული მასალა დაიტანება საკმაოდ მარტივად - ზედაპირზე დასხმულ ბლანტ სითხეს ანაწილებენ ფუნჯით, ბეწვის ლილვაკით ან რეზინის ცოცხის დახმარებით. წარმოქმნილი აუცილებლობისას შეიძლება „აი-სი-ბიტი БП“ ჰერმეტიკის განზავება ბენზინით, უაიტ-სპირიტით ან სოლვენტით.

ექსპლუატაციის პირობები

შესანიშნავი მახასიათებლების გამო „აი-სი-ბიტი БП“ ჰერმეტიკის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა კლიმატურ პირობებში ტემპერატურისა და ტენიანობის საკმაოდ მკვეთრი მაჩვენებლებითა და ცვალებადობებით.