აღნიშნული მასალა იყიდება
„აი-სი-ტი“ სავაჭრო კომპანიის მიერ

სად ვიყიდოთ

მასტიკები მილსადენებისათვის


Мастики для трубопроводов

სხვადასხვა სამშენებლო კონსტრუქციების ჰიდროიზოლაციური ფენის მოწყობისას მეტად მნიშვნელოვანია შეირჩეს ყველაზე უფრო ხარისხიანი მასალა, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფდა ექსპლუატაციის საჭირო პირობებს. ასე, მილსადენებისათვის, რომლებიც განიცდის უარყოფით დამშლელ გარე ზემოქმედებას, შემუშავებულია სპეციალური ბიტუმის მასტიკა. დიელექტრიკული თვისებები, ელასტიურობა, მექანიკური სიმტკიცე, თერმომედეგობა, ტენის ზემოქმედებისაგან საიმედო დაცვა, რაც კონსტრუქციის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას ხდის შესაძლებელს, მცირე დანახარჯი გამოყენებისას (4....6ლ/მ²), უფრო მეტად ხარისხიანი წყალგაუმტარი დამცავი ფენის შესაქმნელად სხვა ჰიდროსაიზოლაციო მასალებთან შეხამების შესაძლებლობა - წარმოდგენილი მასალის უმთავრესი ღირსებებია.

ძირითადი მახასიათებლები МБГ „სტანდარტი“ МБГ „ანტისეპტიკი“
დატანის მინიმალური ტემპერატურა, °C-10-10
ხარჯი ჰიდროიზოლაციის მოწყობისას, კგ/მ22-32-3
ხარჯი ჰიდროიზოლაციის მოწყობისას, კგ/მ²80 ± 580 ± 5
სპეციალური თვისებებიარასპორებიდან და ზედაპირიდან ანადგურებს ბაქტერიებსა და სოკოს. ხელს უშლის გადახურვის საფარში ბუჩქებისა და მცენარეების ზრდას.

მასალის სტრუქტურა

სტრუქტურულად მასტიკა მაგისტრალური მილსადენებისათვის წარმოადგენს სპეციალურად შემუშავებული დანამატების, მინერალური და მრავალგვარი სხვა სპეცშემავსებლების ნარევს ბიტუმის ხსნარში.

გამოყენება

მოცემული სერიის მასტიკა, როგორც წესი, გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებით - მაგისტრალური მილსადენების ჰიდროსაიზოლაციო ფენის შესაქმნელად (ჰავთობსადენები, გაზსადენები), რომლებიც შესაძლოა განთავსდეს ან გრუნტში, ან გადიოდეს დედამიწის ზედაპირზე.

სარგებლობა

იმდენად, რამდენადაც მასტიკა მაგისტრალური მილსადენებისათვის წარმოადგენს ერთერთ შემადგენელს მრავალფენიან კონსტრუქციაში, აუცილებელია გავითვალისწინოთ სხვა გამოყენებული მასალების თვისებებიც. ჩვეულებრივ, მექანიკური თვისებების გაძლიერების მიზნით მასტიკა დაიტანება რამდენიმე ფენით, ამასთან, ფენებს შორის თავსდება არმირებული სახვევი მინატილოს მასალებისაგან, ზევიდან - დამცავი სახვევი. ამ მარკის მასტიკის დაბალი ტემპერატურის პირობებში დატანისას მისი სიმტკიცისა და თბომედეგობის მახასიათებლების გაზრდისათვის და, ასევე, დანახარჯის შემცირებისათვის, რეკომენდირებულია სპეციალურად შემუშავებული შემავსებლების გამოყენება. მაგისტრალური მილსადენების ჰიდროსაიზოლაციო მასტიკის დატანის მომენტში უნდა გვახსოვდეს მასალის იოლად აალებადი თვისებების შესახებ, ამ მიზეზის გამო აუცილებელია სახანძრო უსაფრთხოებისათვის დადგენილი ზომების მთელი მოცულობით დაცვა, ასევე, სამუშაოების სპეცტანსაცმელში ჩატარება და ყურადღების მიქცევა, რომ მასტიკა არ მოხვდეს თვალში, კანსა და ლორწოვან გარსზე.

ექსპლუატაციის პირობები

ერთადერთი შეზღუდვა მოცემული სერიის მასტიკის გამოყენებისას - ტრანსპორტირებადი პროდუქტის ტემპერატურული რეჟიმია (მაქსიმუმ +40°C).