აღნიშნული მასალა იყიდება
„აი-სი-ტი“ სავაჭრო კომპანიის მიერ

სად ვიყიდოთ

ჰიდროსაიზოლაციო მასტიკა


Гидроизоляционная мастика

МБГ სერიის „აი-სი-ბიტი“ განეკუთვნება ბიტუმის ჰიდროსაიზოლაციო კლასის მასტიკებს, რომელიც მყარდება ცივი მეთოდით.

მინიმალური ხარჯი (2-დან 3 კგ-მდე/მ²) ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობისას, გარემოს ბიოლოგიური პასიურობა (მასტიკის შრეში არ ვითარდება სოკოსა და ბაქტერიების სპორები), დატანის მინიმალური ტემპერატურული ზღვარი (დასაშვებია გამოყენება მინუს 10°C) - არის მოცემული მასალის ძირითადი ღირსებები. ამ კლასის გამშრალი მასტიკის მოცულობა მისი მასის 80±5% შეადგენს.

არსებითად, МБГ სერიის „აი-სი-ბიტი“ ცივი გამყარების მასტიკა არის სუსპენზია, შემდგარი რიგი მინერალური დანამატების, სპეციალურად შემუშავებული შემავსებლებისა და სპეციალური დანიშნულების მქონე დანამატებისაგან განზავებულს ბიტუმში.

ძირითადი მახასიათებლები МБГ „სტანდარტი“ МБГ „ანტისეპტიკი“
დატანის მინიმალური ტემპერატურა, °C-10-10
ხარჯი ჰიდროიზოლაციის მოწყობისას, კგ/მ22-32-3
მასის გამშრალი ნაშთი, %80 ± 580 ± 5
სპეციალური თვისებებიარასპორებიდან და ზედაპირიდან ანადგურებს ბაქტერიებსა და სოკოს. ხელს უშლის გადახურვის საფარში ბუჩქებისა და მცენარეების ზრდას.

გამოყენება

„აი-სი-ბიტი“ МБГ სერიის ბიტუმის ჰიდროსაიზოლაციო კლასის მასტიკების ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს წყალგაუმტარი ფენების მოწყობა ხის, რკინაბეტონის, მეტალის, ბეტონის და სხვა სახის სამშენებლო კონსტრუქციებისათვის. ასევე, ამ კლასის მასტიკას წარმატებით იყენებენ მილსადენების ჰიდროიზოლაციური ფენის შესაქმნელადაც.

სარგებლობა

МБГ სერიის „აი-სი-ბიტი“ ბიტუმის ჰიდროსაიზოლაციო კლასის მასტიკებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ ფუძე-ზედაპირის საგულდაგულო მომზადების შემდეგ, რასაც საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები წარედგინება - სისუფთავე, იმ ნივთიერებათა არარსებობა, რომელიც ამცირებს მასალის ადგეზიურ თვისებებს, სიმყარეს. თუკი მასტიკა ჰიდროსაიზოლაციო დაფარვისათვის გამოიყენება, ექსპერტები დაჟინებით მოითხოვენ მინერალური საფუძვლები გრუნტირებული იყოს წინასწარ, რისთვისაც იდეალურად გამოიყენება „აი-სი-ბიტი პრაიმერი“. სარგებლობის დაწყებამდე მასტიკას საგულდაგულოდ ურევენ, რის შემდეგაც ასხამენ და რეზინის ცოცხით თანაბრად ანაწილებენ მთელ ზედაპირზე (მასტიკის განაწილება ზედაპირზე შეიძლება ასევე ბეწვის ლილვაკით და ფუნჯით). თუკი წარმოდგენილი მასალა გამოყენებული იქნება ჰაერისა და ზედაპირის უარყოფითი ტემპერატურის პირობებში, უმჯობესია ის გავაცხელოთ (30°C…50°C) შეთბომამდე. ასევე, დასაშვებია მასტიკის აუცილებელ კონსისტენციამდე მისაყვანად მისი განზავება უაიტ-სპირიტით, ბენზინით ან სოლვენტით.

ექსპლუატაციის პირობები

МБГ სერიის „აი-სი-ბიტი“ ბიტუმის ჰიდროსაიზოლაციო კლასის მასტიკის ზემოთხსენებული მახასიათებლების გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპლუატაციისათვის განსაკუთრებულ მოთხოვნებს მწარმოებელი არ აყენებს. გამომდინარე აქედან, მოცემული მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ კლიმატურ რაიონში, რომლის ტემპერატურული მაჩვენებლებიც მასალის მახასიათებლების იდენტური იქნება.