პოლიურეთანის იატაკები
იატაკების შერჩევის სისტემა
სამრეწველო საფარველის შერჩევა - რთული ამოცანა, რომელიც მოთხოვნებისა და ექსპლუატაციის პირობების კომპლექსურ ანალიზს საჭიროებს.
ისარგებლეთ იატაკების შერჩევის ჩვენი უნიკალური სისტემით.
პოლიმერული ჯგუფის მრავალგვარი მასალების რიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია პოლიურეთანის საფარველებს, რომელიც ძირითადად სამრეწველო ობიექტების იატაკების მოსაწყობად და ბეტონის დაცვისათვის გამოიყენება. „აი-სი-ტი ქემიკალ“ კომპანიების ჯგუფის ქვედანაყოფის მიერ იატაკების მოწყობის სოლიდური გამოცდილებაა დაგროვილი, რომელთა საფუძველსაც პოლიურეთანი წარმოადგენს. „აი-სი-ტოპ“ მასალათა კომპლექსის გამოყენების საშუალებით შესაძლებელია დასასხმელი პოლიურეთანის იატაკის კეთილმოწყობის პრაქტიკულად ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა.
კატალოგში წარმოდგენილია 15-ზე მეტი სხვადასხვა სახის დასასხმელი იატაკი. თქვენი მოთხოვნების ყველაზე მეტად შესაბამისი საფარველის შერჩევა შესაძლებელია ჩვენი რესურსის გვერდზე შემოთავაზებული იატაკების შერჩევის სისტემის სპეციალური ფორმის საშუალებით, რომლის შევსებისას ჩვენი სპეციალისტების მიერ თქვენთვის შემოთავაზებული იქნება რამდენიმე ვარიანტი, რისთვისაც დაგიკავშირდებით 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
ჩვენ ვაწარმოებთ პოლიურეთანის
იატაკების შემდეგ სახეობებს

იდეალურია:
- სასაწყობე სათავსოები
- საყოფაცხოვრებო სათავსოები
- ოფისები
- სავაჭრო ფართობები
- სამედიცინო დაწესებულებები
- საბავშვო დაწესებულებები
- საცხოვრებელი ფართობები
- გარაჟები
- გამწმენდი ნაგებობები
- კოლექტორები

იდეალურია:
- სასაწყობე სათავსოები
- საყოფაცხოვრებო სათავსოები
- ოფისები
- სავაჭრო ფართობები
- საცხოვრებელი ფართობები
- გარაჟები

იდეალურია:
- სასაწყობე სათავსოები
- სველი საამქროები
- საყოფაცხოვრებო სათავსოები
- სავაჭრო ფართობები
- საბავშვო დაწესებულებები
- საცხოვრებელი ფართობები
- სამედიცინო დაწესებულებები
- ატომური ელექტროსადგურის ტექნიკური სათავსოები
- მაცივრები
- ელექტროსადგურების სამანქანო დარბაზები
- სათავსოები ცხოველებისა და ფრინველებისათვის
- გარაჟები, სადგომები, პარკირება

იდეალურია:
- სასაწყობე სათავსოები
- სასაწყობე სათავსოები
- საყოფაცხოვრებო სათავსოები
- სავაჭრო ფართობები
- საბავშვო დაწესებულებები
- საცხოვრებელი ფართობები
- სამედიცინო დაწესებულებები
- მაცივრები
- ელექტროსადგურების სამანქანო დარბაზები
- გარაჟები, სადგომები, პარკირება

იდეალურია:
- პარკირება, პანდუსები, ტრანსპორტის სამრეცხაოები
- საწარმოო სათავსოები იატაკზე დიდი მექანიკური დატვირთვებით
- აკვაპარკები
- აუზებთან მისასვლელები
- საშხაპეები
პოლიურეთანის იატაკების უპირატესობები
პოლიურეთანის დასასხმელი იატაკები, ისევე როგორც ეპოქსიდის იატაკები, ძალიან მარტივია დასატანად, გააჩნია შესანიშნავი საექსპლუატაციო თვისებები თითქმის ყველა ტიპის სამრეწველო და საცხოვრებელ ფართობებში გამოყენებისათვის. დატვირთვის შესაბამისად პოლიურეთანის დასასხმელი იატაკების ექსპლუატაციის ვადა შეადგენს საშუალოდ 10-15 წელს.
იატაკების ასეთი ტიპი იდეალურად შეეფერება სათავსოებს გათბობის სისტემით. პოლიურეთანის საფარველი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბზარების დასაფარად.
პოლიურეთანის დასასხმელ იატაკებს ახასიათებს მაღალი გამძლეობა როგორც მექანიკური დატვირთვის, ასევე, ქიმიური ზემოქმედების მიმართ. პოლიურეთანის იატაკების უპირატესობათა შორისაა:
- ამაღლებული ელასტიურობა, რომლის საშუალებითაც მოცემული მასალა შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამაღლებული დამრტყმელი და დეფორმაციული დატვირთვების ადგილებში;
- მდგრადობა დაბალი ტემპერატურებისა და ძლიერი ტემპერატურული ცვალებადობების პირობებში;
- გამოყენების შესაძლებლობა მუდმივი მოძრაობისა და ვიბრაციის იატაკების მქონე სათავსოებში, ასევე, ძლიერი აბრაზიული დატვირთვებისას;
- ეკონომიურობა დროისა და ფულად დანახარჯებში.
პოლიურეთანის დასასხმელი იატაკები შეიძლება გამოყენებულ იქნას იატაკების მოწყობისას:
- კვების წარმოებებში (თევზის გადამამუშავებელი კომპლექსები, ხორცკომბინატები, ზეთის ქარხნები);
- საწარმოო საამქროებში (ჩარხ-, მანქანათმშენებლობა, ხის დამუშავება);
- სასოფლო-სამეურნეო ობიექტებზე (ორანჟერეები, სასათბურე კომპლექსები, სათავსოები ფრინველებისა და ცხოველებისათვის);
- საწყობებში, ტერმინალებში, სავაჭრო და საგამოფენო დარბაზებში;
- საცავებში, საყინულე კამერებში, საწარმოო მაცივრებში.
„აი-სი-ტი ქემიკალ“ კომპანიების ჯგუფის მუშაობის სოლიდური გამოცდილება, ავტორიტეტი და პროფესიონალიზმი მოცემული კატეგორიის პოლიურეთანის საფარველებისა და მასალების სფეროში გახდა საფუძველი მრავალ მსხვილ სამრეწველო და სავაჭრო კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობებისა.
მთელი პროდუქცია, მოწოდებული „აი-სი-ტი ქემიკალ“ კომპანიის მიერ, ფლობს სერთიფიკატებს.
ჩვენი მენეჯერები მოხარული არიან დახმარება შემოგთავაზონ მასალების შერჩევისას, გამოთვალონ მისი ღირებულება და უპასუხონ თქვენს შეკითხვებს. ჩვენ ყოველთვის ყველაზე ოპტიმალურ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ. ასევე, იატაკის შერჩევის სისტემის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად შეარჩიოთ საფარველის ვარიანტი თქვენი ობიექტისათვის.