აღნიშნული მასალა იყიდება
„აი-სი-ტი ქემიკალ“ კომპანიის მიერ

სად ვიყიდოთ

ეპოქსიდის იატაკი


იატაკების შერჩევის სისტემა

სამრეწველო საფარველის შერჩევა - რთული ამოცანა, რომელიც მოთხოვნებისა და ექსპლუატაციის პირობების კომპლექსურ ანალიზს საჭიროებს.

ისარგებლეთ იატაკების შერჩევის ჩვენი უნიკალური სისტემით.

პოლიმერული საფარველები იატაკებისათვის ეპოქსიდის ფისების საფუძველზე - პოლიმერული იატაკების ერთერთი ყველაზე მეტად აღიარებული და გავრცელებული ტიპი.

ჩვენი კატალოგის გვერდებზე წარმოდეგენილია ეპოქსიდის იატაკების 15-ზე მეტი ნაირსახეობა: თხელფენოვანი საფარველები, დასასხმელი და მაღალშევსებული კომპოზიციები დეკორირებული ჩიპსებითა და ფერადი ქვიშებით.

ჩვენ ვაწარმოებთ ეპოქსიდის იატაკების
შემდეგ სახეობებს

ICTop 101

იდეალურია:

  • სასაწყობე სათავსოები
  • საყოფაცხოვრებო სათავსოები
  • ოფისები
  • სავაჭრო ფართობები
  • სამედიცინო დაწესებულებები
  • საბავშვო დაწესებულებები
  • საცხოვრებელი ფართობები
  • გარაჟები
  • გამწმენდი ნაგებობები
  • კოლექტორები
ICTop 201

იდეალურია:

  • სასაწყობე სათავსოები
  • სველი საამქროები
  • საყოფაცხოვრებო სათავსოები
  • სავაჭრო ფართობები
  • საბავშვო დაწესებულებები
  • საცხოვრებელი ფართობები
  • სამედიცინო დაწესებულებები
  • ატომური ელექტროსადგურის ტექნიკური სათავსოები
  • მაცივრები
  • ელექტროსადგურების სამანქანო დარბაზები
  • სათავსოები ცხოველებისა და ფრინველებისათვის
  • გარაჟები, სადგომები, პარკირება
ICTop 301

იდეალურია:

  • პარკირება, პანდუსები, ტრანსპორტის სამრეცხაოები
  • საწარმოო სათავსოები იატაკზე დიდი მექანიკური დატვირთვებით
  • აკვაპარკები
  • აუზებთან მისასვლელები
  • საშხაპეები
ICTop 302

იდეალურია:

  • სათავსოები მაღალი მექანიკური დატვირთვებით
  • ჰიპერმარკეტები
  • სავაჭრო-გასართობი ცენტრები
  • ავტოსალონები

ეპოქსიდის იატაკების უპირატესობები

„აი-სი-ტოპ“ მასალების სერიამ, რომლის საფუძველსაც ეპოქსიდის ფისები წარმოადგენს, საკმაოდ ფართო გამოყენება მოიპოვა როგორც მრეწველობის სხვადასხვა დარგებში, ასევე, სამშენებლო სფეროში. მასალების ასეთი გავრცელება არის შედეგი მათი საუკეთესო საექსპლუატაციო მახასიათებლებისა, რომელთა შორის - ეკოლოგიური სისუფთავე, მოხერხებულობა დატანასა და ექსპლუატაციაში, საიმედოობა და ხანგრძლივი ექსპლუატაცია. უნდა აღინიშნოს, რომ წყლის საფუძველზე ეპოქსიდის საფარველების უახლესი შემუშავებები ფლობენ ორთქლგამტარობის განსაკუთრებულ მაჩვენებლებს, ასევე, მთლიანად პასუხობს უკანასკნელ მოთხოვნებს გარემოს დაცვის სფეროში. ეპოქსიდის იატაკები ყველაზე ხშირად შეიძლება შეგვხვდეს როგორც სხვადასხვა სახის სამრეწველო სათავსოებში (მათ შორის ქიმიური, კვების და ელექტროტექნიკურ საწარმოებში), ასევე, პარკინგებზე, კერძო გარაჟებში, სასაწყობე სათავსოებში. ეპოქსიდის იატაკების დიდ ღირსებას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის მისი აბსოლუტური უვნებლობა, რადგან მის შემადგენლობაში არ შედის ტოქსიკური კომპონენტები.

ეპოქსიდის იატაკები გამოირჩევა ცვეთამედეგობის მაღალი მაჩვენებლებითა და დეკორირებისათვის უდიდესი შესაძლებლობებით. ეპოქსიდის იატაკების სოლიდური ფერთა გამის საშუალებით მეტად საინტერესო დიზაინერული კომპოზიციების შექმნაა შესაძლებელი. რეალურად, ასეთი იატაკები იქნება ნამდვილი მშვენება ნებისმიერი სივრცისათვის. „აი-სი-ტი“ კომპანიის მიერ შემოთავაზებულია ექსკლუზიური დეკორატიული გადაწყვეტები - დასასხმელი ეპოქსიდის იატაკები ჩიპსებითა (აკრილის საღებავის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფერადი ნაწილაკები) და ძალიან მყარი მაღალშევსებული სისტემები ფერადი ქვიშებით. ეპოქსიდის ზედაპირზე დატანილი ჩიპსები ანიჭებს იატაკებს სიღრმესა და ბუნებრივ მასალებთან მსგავსებას, მაგალითად, გრანიტთან და მარმარილოსთან. მაღალშევსებული სისტემების დახმარებით ასრულებენ იატაკების მრავალფეროვან დიზაინს, მათ შორის დამკვეთის ლოგოტიპის შესრულებას.

„აი-სი-ტი“ კომპანიის ძირითად სპეციალიზაციას წარმოადგენს ეპოქსიდის იატაკები, რისთვისაც გამოიყენება სპეციალურად შემუშავებული „აი-სი-ტოპ“ სერიის მასალათა კომპლექსი. მოცემული შემუშავებები იძლევა განსხვავებული სირთულის ამოცანების ამოხსნის საშუალებას, დაკავშირებულს დასასხმელი იატაკების მოწყობასთან, მათ შორის ეპოქსიდისას. ჩვენი პორტალის გვერდებზე შესაძლებელია თქვენი სათავსოებისათვის იატაკების მასალების დამოუკიდებელი შერჩევის სერვისით სარგებლობა. შერჩევის ჩვენი სისტემის დახმარებით შეიძლება დროის მინიმალური დანახარჯით მასალის ოპტიმალური ვარიანტის განსაზღვრა.

„აი-სი-ტი ქემიკალ“ პროდუქციის მთელ ასორტიმენტს გააჩნია სერთიფიკატები.

ჩვენი ექსპერტები ნებისმიერ დროს ახორციელებენ პროფესიონალურ კონსულტაციებს, ასევე, დახმარებას საფარველის შერჩევასა და მისი ღირებულების გამოთვლაში.

Закрыть

Мастер подбора пола

  • Этап 1
  • Этап 2

Каж­дое по­ме­ще­ние под­ра­зу­ме­ва­ет на­бор свойств, ему со­от­вет­ст­ву­ю­щих. По­это­му если Вы не на­шли ти­па сво­е­го по­ме­ще­ния, ищи­те по­ме­ще­ние, ко­то­рое по экс­плу­а­та­ци­он­ным свойст­вам по­хо­же на Ва­ше. Окон­ча­тель­ный вы­бор Вам по­мо­жет сде­лать наш ме­нед­жер.



  • Вернуться к этапу 1
  • Этап 2

Опишите текущее основание:

Будет найдено: 20 систем