>აღნიშნული მასალა იყიდება
„აი-სი-ტი ქემიკალ“ კომპანიის მიერ

ფასადის საღებავები

ფასადის საღებავი - „აი-სი-ტი ქემიკალ“ სპეციალიზაციებიდან ერთერთი. ჩვენი კომპანია - ფასადის საფარების სერთიფიცირებული მწარმოებელი. ჩვენი ექსპერტების მიერ Pliolate®-ფისების საფუძველზე შექმნილმა ფასადის საფარველებმა, დღეს მშენებლების, არქიტექტორებისა და მესაკუთრეთა უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.
ფასადის საღებავი, შემოთავაზებული „აი-სი-ტის“ მიერ, ისე როგორც „აი-სი-თაუნ კრისტალის“ მრავალი სხვა მასალები, პრაქტიკულად ყველგან შეიძლება იქნას გამოყენებული:
- შეკიდული ფასადის ფილებისა და შენობების ფასადების საფარველები;
- არქიტექტურული ნაკეთობებისა და არქიტექტურული ბეტონის დეკორატიული მოწყობისა და დაცვისათვის;
- საზოგადოებრივი შენობების, სამედიცინო დაწესებულებების, კვების დარგის საწარმოო სათავსოების ფასადის საფარველები;
- ხიდების, გზახიდების, დამცავი კონსტრუქციების დეკორატიული მოწყობა;
- აუზების, შადრევნების, ჯებირების შეღებვა;
- გამწმენდი, საპორტო და საზღვაო ნაგებობების შეღებვა;
- საკვამლე მილების დეკორატიული გაფორმება.
ფასადის საღებავები მზადდება ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში და თავისი მახასიათებლებით მთლიანად ადაპტირებულია რუსეთის პირობებთან. ამასთან ერთად, გამოიყენება ფრანგული ტექნოლოგიები.
„აი-სი-თაუნ პლიო“ სერიის ფასადის საღებავი, დამზადებული Pliolate®-ფისების საფუძველზე, სერთიფიცირებულია და მოწონებული მისი წარმოებისათვის ნედლეულის მომწოდებელი ELIOKEM (საფრანგეთი) კომპანიის მიერ.
„აი-სი-თაუნ პლიო“ სერიის ფასადის საფარველები ფლობენ მთელ რიგ ღირსებებს:
- ფასადებზე სამღებრო, მოწყობისა და სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურის პირობებში;
- მაღალი ორთქლგამტარობა (მსუნთქავი საღებავი);
- თვითგამწმენდი ზედაპირი;
- თვისებების სრული მოცულობით შეძენა დატანის შემდეგ 30 წუთში;
- ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა;
- საუკეთესო ადგეზიური თვისებები და შეღწევადობის შესაძლებლობა პრაქტიკულად ნებისმიერ მინერალურ საფუძველზე;
- ყინვამედეგობა;
- მოთხოვნათა მინიმუმი შესაღები ზედაპირის მომზადებისას;
- დატანის პროცესის სიმარტივე;
- ფასადის საფარველის დაბალი თვითღირებულება.
„აი-სი-თაუნ კრისტალი“ მარკის ფასადის საფარველები წარმოადგენს ორკომპონენტიან მასალებს, დამზადებულს აკრილის ფისების საფუძველზე. საფარველის მოცემული ტიპი უფრო მეტად ცნობილია როგორც საავტომობილო საღებავის „მეტალიკი“ სერიის დამცავი ლაქი.
ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებული ფასადის საფარველები ფლობენ მახასიათებლების ექსკლუზიურ ნაკრებს და გამოირჩევა:
- ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადის 15 წლის განმავლობაში ბრწყინვალებისა და ფერის შენარჩუნებით ტროპიკულ პირობებშიაც კი;
- ადგეზიის უმაღლესი ხარისხით პრაქტიკულად ნებისმიერ მინერალურ საფუძველთან (აგური, ბეტონი, ქვიშაქვა, ასბოცემენტი, მუყაოთაბაშირი, ცემენტი, გიპსოლიტი);
- ცვეთამედეგობითა და მდგრადობით რეცხვის მიმართ;
- საფარის გასუფთავების სიმსუბუქით;
- „ანტიგრაფიტი“ თვისებებით;
- წყალგაუმტარობით და წარმოადგენენ კოროზიულად-აქტიური მჟავა აირების მიმართ ბარიერს;
- ქიმიური მდგრადობით;
- ორგანული მდგრადობით (არ წარმოდაგენს სასურველ გარემოს სოკოსა და ბაქტერიებისათვის).
ჩვენი კომპანიის ფასადის საღებავები გამოიყენება ვენტილირებადი და „სველი“ ფასადების შესაღებად.
შეკიდული ფასადის დეკორატიული მოწყობისათვის განიხილება მასალათა ორი ვარიანტი:
- შეკიდული ფასადის დეკორატიული მოწყობისათვის განიხილება მასალათა ორი ვარიანტი:
- „აი-სი-ტოპ ბინდერი ММА 01, ЭП 01,02“ - ფილების ნატურალური ქვის ნაფხვენით მოწყობისათვის.